Monday, July 17, 2017

პროექტებით სწავლება


პროექტის პორტფოლიო

დავასრულეთ ინტელის ტრენინგის კურსი,რომელიც შეეხებოდა პროექტებით სწავლებას.აღნიშნულმა ტრენინგმა გამიღრმავა ცოდნა მოცემული საკითხის  მიმართ და თვალნათლივ დამანახა საჭიროება პროექტებით სწავლებისა,რომელიც ეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს გავიდეს  მაღალ სააზროვნო უნარებზე.

Tuesday, July 11, 2017

დღევანდელი   ტრენინგი   მნიშვნელოვანი  იყო  ჩემთვის   რომ     კარგად  გამეაზრებინა  როგორ  შევუწყოთ     ხელი  მოსწავლეებს  რომ  თვითრეგულირებადი  გახდნენ.  მაგალითებით  კარგად  და    თვალსაჩინოდ  იყო  ნაჩვენები    თუ  როგორ  გა  ვითვალისწინო  მოსწავლეთა  სხვადასხვა   საჭიროებები..  ჩემთვის  გასაგებად  იყო  ფორმულირებული   როგორ  გავუწიო   პროექტის მიმდინარეობას     ფასილიტაცია.

Sunday, July 9, 2017

მომეწონა  დღევანდელი   ტრეინინგი,  რომელმაც  მასწავლა   როგორ  დაამზადოს  მოსწავლემ   ბუკლეტი.  განვიხილეთ  რის  მიხედვით  შეიძლება  შეფასდეს  მოსწავლე,   რომ  ნაშრომი   კავშირში  უნდა   იყოს  მიზანთან.  ამისათვის  უნდა  იცოდეს  რა  მოეთხოვება,რაშიც  ვეხმარებით   ჩვენ_ვაძლევთ  მიმართულებას.ნაშრომი  უნდა  იყოს  მრავალფეროვანი,   კონკრეტულად   ჩანდეს  რა  ცოდნას  ფლობს  მოსწავლე.განვიხილეთ   სხვადასხვა   ტიპის  ნაშრომის  ნიმუში,    რომელიც  მოსწავლემ  უნდა  დაამზადოს, კარგი  შედეგი  შეიძლება  მოგვცეს  კვლევამ,  სტატისტიკამ,  და  ა. შ.   ეს  ნაშრომი  წარმოაჩენს  მოსწავლეთა  შესაძლებლობებს,  უფრო  მოტივირებული  არიან.

Tuesday, July 4, 2017

Wednesday, June 28, 2017

პროექტით  სწავლება  საშუალებას  იძლევა  მოსწავლეებს  შევთავაზო  გრძელვადიანი  სასწავლო   საქმიანობა   რომელიც    პრობლემაზე   ორიენტირებულია',    მეტი  ჩართულობაა,   საგაკვეთილო  ჩარჩოებს  ცილდება   და  იძლევა  შესაძლებლობას  მაღალ  სააზროვნო უნარებზე გასვლისა. პროექტის შესრულების ფარგლებში მოსწავლეს მეტი დრო აქვს პრობლემის გაანალიზებისათვის, მასალების მოძიებისათვის, გაუბედავი მოსწავლე შეძლებს საკუთარი უნარების მეტი შესაძლებლობების გამოვლენას, მეტია მოტივაცია და გამოირჩევა აქტივობების მრავალფეროვნებით.


რეფლექსია

პროექტი იძლევა შესაძლებლობას მოსწავლემ განიცადოს პროგრესი- რას ფლობდა და რა დონეზეა ახლა.
მოდული 2, აქტივობა 3.6-ის შესწავლისას ვისწავლე შეფასების სახვადასხვა ინსტრუმენტები. პროექტის დაწყებისას წინარე ცოდნისა და საჭიროებების დასადგენად უნდა ავირჩიო ისეთი შეფასების მეტოდი და ინსტრუმენტი, რომელიც გამომადგება. შეფასების ინსტრუმენტები პროექტის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა. პროექტის ბოლოს კი უნდა მოხდეს პროექტის მსვლელობის დროს შეძენილი უნარების დემონსტრირება გარკვეული ინსტრუ, მენტებით , რომელიც იქნება შეფასებადი.

რეფლექსია


 დღევანდელი  ტრეინინგი,ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი იყო. რომელმაც  მასწავლა    როგორ  დაამზადოს  მოსწავლემ   ბუკლეტი.  განვიხილეთ  რის  მიხედვით   შეიძლება  შეფასდეს  მოსწავლე.  რომ  ნაშრომი  კავშირში  უნდა  იყოს  მიზანთან.   ამისათვის  უნდა  იცოდეს   რა  მოეთხოვება,რაში    ვეხმარებით   ჩვენ,  ვაძლევთ  მიმართულებას.  ნაშრომი  უნდა    იყოს  მრავალფეროვანი,კონკრეტულად  უნდა  ჩანდეს  რა ცოდნას  ფლობს  მოსწავლე.  განვიხილეთსხვადასხვა  ტიპის  ნაშრომის  ნიმუში,  რომელიც  მოსწავლემ   უნდა  დაამზადოს.  კარგი  შედეგი  შეიძლება  მოგვცეს  კვლევამ,  სტატისტიკამ  და  ა.შ. ეს  ნაშრომი   წარმოაჩენს  მოსწავლეთა  შესაძლებლობებს,  უფრო  მოტივირებული არიან. /

რეფლექსია

 დღევანდელ  ტრენინგზე  შევისწავლე  თუ  როგორი  ინსტრუმენტებით  შევაფასო  მოსწავლის  სწავლა,  განხილული  გეგმები,რუბრიკები  და  ჩეკლისტები      ძალიან  გამომადგება  მოსწავლეებთან  მუშაობისას  განვიხილეთ  თუ  როგორ უნდა  მოხდეს  მოსწავლისთვითშეფასება  რეფლექსიის  კითხვების  გამოყენებით,თუ  რა  სირთულეები  შეიზლება  გამოვლინდეს  სწავლის  პროცესში.  მოყვანილი  მაგალითები  გამომადგება თანატოლების  უკუკავშირის     განსახორციელებლად.